- Advertisement -

გურჯაანში, სოფელ კალაურში მამაკავი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მამაკავი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. გარდაცვლილს ბლაგვი საგნით თავის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილზე სასიკვდილო დაზიანებები აქვს მიაყენებული.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108 -ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, დამნაშავის დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

Comments
Loading...