- Advertisement -

გურჯაანში, სოფელ კაჭრეთში “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს

პარასკევს, 18 მაისს, 11:00 საათიდან 17 საათამდე, სოფელ კაჭრეთის ამბულატორიაში „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ექიმი-სპეციალიტები მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციებს და კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

პაციენტებს კონსულტაციებს გაუწვენ შემდეგი მიმართულების ექიმი-სპეციალისტები : თერაპევტი; პედიატრი; ნევროლოგი; ენდოკრინოლოგი; ოკულისტი; ქირურგი; უროლოგი; ონკოლოგი (მამოლოგი); ოტორინოლარინგოლოგი; კარდიოლოგი; ნეიროქირურგი;
ასევე, პაციენტებს ჩაუტარდებათ ექოსკოპიური კვლევები და ელექტროკარდიოგრაფია.

უფასო სამედიცინო გამოკვლევები გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.
 

Comments
Loading...