- Advertisement -

გურჯაანში, სოფელ ჩალაუბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის ჰოსპიტალური დეპარტამენტის ხელმძღვანელის რამაზ თევზაძის თქმით, დაშავებულებს ამ წუთებში უტარდებათ გამოკვლევები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მძარობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძმე დაზიანება გამოიწვია.
 

Comments
Loading...