- Advertisement -

გურჯაანში, სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლას ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილმა საჩუქრად ინვენტარი გადასცა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლას, ცნობილმა ქართველმა ტანმოვარჯიშემ ქეთი ხატიაშვილმა საჩუქრები გადასცა. მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო პროექტში „ხართ თუ არა მე-6 კლასელზე ჭკვიანი “ მიიღო მონაწილეობა და მოგებული თანხით მიკროსკოპი, პორტატული პერსონალური კომპიუტერი, სპორტული ინვენტარი და სხვა საჭირო ნივთები შეიძინა და ჩალაუბნის საჯარო სკოლას გადასცა.

ბავშვებს საჩუქრები ქეთი ხატიაშვილმა პროექტის ავტორებთან ერთად თავად ჩამოუტანა, რომლის გადაცემასაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახლგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ეკა ცისკარაშვილი და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი დაესწრნენ.

„ დიდი მადლობა ქეთი ხატიაშვილს ასეთი საჩუქრებისთვის. მადლობა იმისთვისაც, რომ სწორედ ეს სკოლა შეარჩია. ვნახეთ როგორი გახარებულები არიან ბავშვები. ჩალაუბნის საჯარო სკოლამ მიიღო სწორედ ის ინვენტარი რაც მათ სჭირდებოდათ და ბავშვებს აუცილებლად გამოადგებათ. “ განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა

Comments
Loading...