- Advertisement -

გურჯაანში სტიქიის შედეგად დამტვერიანებული ცენტრალური მაგისტრალი გადარეცხეს

რამდენიმე დღის წინ წვიმის შედეგად ე.წ. „ნავთის ხევი“ ადიდდა, რის გამოც გზაზე ძლიერი დამტვერიანება იყო, ადგილობრივი მოსახლეობა კი ასფალტის გადარეცხვას ითხოვდა.

"ხევი ადიდდა და ეს პრობლემა მას შემდეგ დარჩა. მოსახლება მტვრის გამო წუხდებოდა. დღეს მოხდა გზის გადარეცხვა. ეს იყო ძირითადად ბიუროკრატიული პრობლემა. დაგვეხმარა კომპანია „ბლექ სი გრუპი“, რომელმაც მოგვცა მანქანა. ასევე „ხაოს მარანი“.- აღნიშნა გურჯაანის მერმა,არჩილ ხანდამაშვილმა.

ცნობისათვის, ძლიერმა ნალექის შრდეგად ხევები გურჯაანთან ერთად, მუნიციპალიტეტის კიდევ რამდენიმე სოფელში ადიდდა.

Comments
Loading...