- Advertisement -

გურჯაანში უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელებმა, ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ, მერიის თანამშრომლებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

მარიამ დოლიძემ და გიორგი გობრონიძემ აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდეს უვიზო მიმოსვლის წესებზე, ასევე ისაუბრეს იმ რისკებზე, რომელიც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან. შეხვედრა საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში გაიმართა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება.

Comments
Loading...