გურჯაანში შშმ პირების მშობლების გაძლიერების პროგრამის პირველი ეტაპის დასრულება აღინიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 24 მარტი, 2018 768 დღეს, გურჯაანში ორგანიზაცია "ხელი ხელს"-ს საცხოვრებელ სახლში, შშმ პირების მშობლების გაძლიერების პროგრამის პირველის ეტაპის დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. გამოიფინა შშმ პირთა მიერ შექმნილი კერამიკული ნაკეთობები. პროგრამა ორგანიზაცია „ხელი ხელს“ და შვეიცარიული ასოციაცია „Meet-Train Encourage / შეხვდი-ასწავლე-წაახალისე“-ს ინიციატივით მიმდინარეობდა. დასკვნით ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სიმონ ქოჩორაშვილი, მერის მოადგილე ნიკოლოზ გეთიაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მაია ბეროშვილი დაესწრნენ.