- Advertisement -

გურჯაანში ჩაით დატვირთული სატვირთო გადაბრუნდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანში. სოფელ ბაკურციხესთან ბაკურციხე- თბილისის ავტომაგისტრალზე,წრიულ მოსახვევში სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა.თვითმხილველების ინფორმაციით, ჩაით დატვირთულ ავტომანქანას მუხრუჭებმა უმტყუნა, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა ბორდიურს შეეჯახა.ავტოავარიას მსხვერპლი არ მოყოლია.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მაგისტრალზე მოძრაობას პოლიცია არეგულირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება არავის მიუღია, ავტომობილის მძღოლი კი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

Comments
Loading...