- Advertisement -

გურჯაანში, ძაღლთა მუნიციპალურ თავშესაფარს 2019 წელს ააშენებენ

მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) მიერ დაფინანსდება.

“პროექტს კურირებდა გუბერნია. ველოდებოდით მსოფლიო ბანკის და იაპონიის გრანტით დაფინანსებას , მაგრამ ასე არ გამოვიდა. იმდენად უნიკალური პროექტია, მგფ- ს შენიშვნებიც არ შეუტანია. მშენებლობა გურჯაანში, ე.წ. ყოფილი სააგურეს ტერიტორიაზე განხორციელდება. ეს იქნება ინტერმუნიციპალური ძაღლების თავშესაფარი, სადაც ცხოველებს გაუკეთდება დეზინფექცია, მოხდება აცრები, დამუშავება, მკურნალობა, კასტრირება, ექნებათ ბირკები. ამის შემდეგ დაუბრუნდებიან იგივე ლოკაციას, მაგრამ აღარ იქნებიან საზოგადოებისთვის საშიში. იყვნენ წარმომადგენლები ჩამოსულები, ნახეს ადგილი და მომავალი წლიდან დაიწყება მშენებლობა. ლოკაცია კარგია, ქალაქიდან მოშორებული. ყველა მუნიციპალიტეტი მიიღებს ფინანსურ მონაწილეობას. დასრულების ვადები განსაზღვრული არ არის, არც ისეთი პროექტია, რომ ერთი წელი დასჭირდეს, ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2019 წლის პირველ ნახევარში უკვე გვექნება თავშესაფარი.“-განაცხადა ხანდამაშვილმა.

Comments
Loading...