- Advertisement -

დაბა სიონის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების შიდა სისტემების მოწესრიგებას აგრძელებს. ამჯერად, სარეაბილიტაციო სამუშაოები თიანეთის მუნიციპალიტეტში, დაბა სიონში დასრულდა.

ათეულობით ოჯახისთვის სასმელი წყლის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ, ქუმსიაშვილის ქუჩაზე არსებული ძველი ქსელი პოლიეთილენის ახალი მილებით შეიცვალა. შედეგად, შემცირდა ავარიული შემთხვევები, სასმელი წყლის დანაკარგი და მიწოდების გრაფიკი გაუმჯობესდა. 

სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საკუთარი რესურსით განახორციელა.
შიდა ქსელების რეაბილიტაცია და განახლება დაბა სიონის სხვადასხვა ქუჩაზეც იგეგმება.

 

Comments
Loading...