- Advertisement -

დაბა ქედაში ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მდინარე აკავრეთაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მეორე ფაზა დასასრულისკენაა. ქედის მერიის ინფორმაციით ჯებირი აკავრეთას უბნის მოსახლეობის პრობლემას საბოლოოდ მოაგვარებს.

წყალუხვობისას აღნიშნული ლოკაცია დატბორვის საფრთხეს თავიდან აიცილებს. პროექტისთვის მერიამ 230 000 ლარი გამოყო. მდინარე აკავრეთაზე საცალფეხო ხიდი 4 სოფლის – არსენაულის, ორცვის, ძენწმანისა და კორომხეთის მოსახლეობას დაბის ცენტრთან უმოკლესი გზით აკავშირებს. ხიდს ამ ეტაპზე ძირეული რემონტი უტარდება, რომლის ფარგლებში სავალი ნაწილი ხის ნაცვლად ლითონის ფილებით იცვლება. 

პროექტისთვის 16 000 ლარია გათვალისწინებული.

Comments
Loading...