- Advertisement -

დაბა ჩაქვში აღმაშენებლის ქუჩაზე ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დაბა ჩაქვში აღმაშენებლის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დღეს სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე და საკკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.
პროექტი 9 ეზოს კეთილმოწყობას ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, დაიგება დეკორატიული ფილები, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, დაიდგმება საბავშვო ატრაქციონები და ფანჩატური.
პროექტის დასრულების შემდეგ ეზოებში განთავსდება სასმელი წყლის სოკო, სკამები, სანიაღვრე ურნები. ასევე ეზოებში გაშენდება მწვანე ზოლი.
პროექტის განსახორციელებლად 1 250 555 ლარია გათვალისწინებული.

Comments
Loading...