- Advertisement -

დაბა ხულოს განვითარების პროექტის მეორე ეტაპი იწყება

შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

პროექტი ითვალისწინებს დავით მამულაძის ქუჩაზე საყრდენი კედლისა და საფეხმავალო ბილიკის მოწყობას.

სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია არსებული საფეხმავლო ბილიკის გაგრძელება. გზის ქვედა და ზედა ნაწილში საყრდენი კედლების გაკეთება, რომელზეც მოეწყობა ბუნებრივი ფლეთილი დეკორატიული ქვები. გაკეთდება განათებები და დამონტაჟდება მოსასვენებელი სკამები. სრულად რეაბილიოტირდება სანიაღვრე არხები და საკანალიზაციო სისტემები

სარეაბილიტაციო ქუჩის მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 326 მეტრს
🔷 ბიუჯეტი: 1 057 850 ლარი

Comments
Loading...