- Advertisement -

დაბა ხულოს საჯარო სკოლის 38 წარჩინებული მოსწავლე ფონდმა “ოცნებამ” დააჯილდოვა

დღეს ფონდმა "ოცნებამ" დაბა ხულოს საჯარო სკოლის 38 წარჩინებული მოსწავლეები მედლებით, სიგელებითა და წიგნებით დააჯილდოვა, ხულოს საჯარო სკოლაში ქართული მწერლების მიერ მოეწყო პოეზიის საღამოც, სადაც ლექსები არამხოლოდ ქართველმა მწერლებმა არამედ სკოლის მოსწავლეებმაც წაიკითხეს მათმიერ დაწერილი ლექსები.

როგორც ფონდის დირექტორი "აიპრესთან" აცხადებს ფონდი სამომავლოდ არამხოლოდ ერთი სკოლის მოსწავლეებს არამედ მთელი მუნიციპალიტეტის წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოვებას გეგმავს. 

"დღეს დავაჯილდოვეთ დაბა ხულოს საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები, რომლებიც იყვნენ ათოსნები ეს გახლავთ 38 ბავშვი მათ გადაეცათ წიგნები, სერთიფიკატები და სერთიფიკატი, ბავშვებს არაჩვეულებრივი სიურპრიზი გავუკეთეთ და მოვიწვიეთ ქართველი მწერლები რომლებმაც ეაიკითხეს ლექსები. შედგა ძალიან თბილი კულტურული საღამო, ისეთივე საღამო როგორიც ეკადრება ხულოს. ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვართ აქ, რომ ამოვალთ და ეს არიქნება პიტველი იმიტომ, რო რამოდენიმეჯერ ვიყავით აქ და მომავალშიც ვგეგმავთ მთლიანად რეგიონი მოვიცვათ", – განაცხადა ნათია სვანიძემ, ფონდ "ოცნების" პრეზიდენტმა. 

Comments
Loading...