დაბა ხულოში პირველი ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა ხულოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 14 თებერვალი, 2018 338 დაბა ხულოში პირველი ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა. კლინიკის გახსნას ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე, ფონდი CARD – დირექტორი გაგიკ სარდარიანი, დონორი ორგანიზაციის ADA- ს და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა აჭარაში. კლინიკის მშენებლობა ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და ფონდ CARD-ის დახმარებით პროექტ «ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა სომხეთსა და საქართველოში“ მეორე ფაზის ფარგლებში განხორციელდა. ვეტერინარულ კლინიკაში, რომლის საერთო ფართი 60კვ.მ.-ია, განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი. მისი გახსნა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული მიმართულების – მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში მოხდება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციიით კლინიკის მშენებლობის ბიუჯეტი 47 734 ლარია. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროექტის ფარგლებში რეგიონში ჯამში 6 სადემონსტრაციო პროექტი განხორციელდა.