- Advertisement -

დაგვაში საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა

მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად დაგვაში საბავშვო ბაღი საზეიმოდ გახსნა.

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს ვისაც წვლილი მიუძღვის ბაღის მშენებლობაში. ჩემთვის პრიორიტეტულია სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა. დღეის მდგომარეობით ქობულეთის მუნიციპალიტეტში 27 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. აღებული კურსი სამომავლოდაც გაგრძელდება და მიმდინარე წელს კიდევ რამდენიმე საბავშვო ბაღების გახსნას ვგეგმავთ“ -აღნიშნა მირიან ქათამაძემ. ბაღის საზეიმო გახსნას ქობულეთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

დაგვაში სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობა მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით დაიგეგმა. სოფელში საბავშვო ბაღი ათწლეულების განმავლობაში არ არსებობდა. ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს, სადაც 17 ადამინია დასაქმებული და 70 აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას. 

პროექტის ფარგლებში ორ სართულიანი შენობა აშენდა, რომელიც შშმ პირებისათვის ადაპტირებულია. საბავშვო ბაღში მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა.

ეზოში მოეწყო გასართობი კუთხე, სადაც საბავშვო ატრაქციონები განთავსდა. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განსახორციელებლად 153 101 ლარი დაიხარჯა.

Comments
Loading...