- Advertisement -

“დაგვიბრუნეთ ჩვენი ფული” – უკრაინის მოქალაქეები ფოთში აქციას მართავენ

„ჩვენ მოგვატყუეს“ „დაგვიბრუნეთ ჩვენი ფული“ ამ შინაარსის ტრანსფარატებით ფოთში უკრაინის 6 მოქალაქე საპროტეტო აქციას მართავს. ისინი ნავსადგურის მოიჯარე კომპანიისგან სახელფასო დავალიანების მიღებას ითხოვენ. როგორც უკრაინის მოქალაქეები აცხადებენ, ფოთის ნავსადგურში, კერძოდ ,, Chenel Enengi“-ის ტერიტორიაზე სამუშაოდ მაისის თვეში ჩამოვიდნენ, ანაზღაურებად კი შეპირებული თანხის მხოლოდ 10 % მიიღეს.

"ჩვენ ჩამოვედით საქართველოში რეზერვუაერების სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად.სამთვენახევარია ვმუშაობთ და თანხა არ გადაგვიხადა არც კომპანია ,,ICC Enginerig”-იმ, რომლის მოწვევითაც ჩამოვედით და არც "Chenel Enengi“-იმ რომლის სამუშაოებსაც ვასრულებდით.ჩვენ განცხადებით უკვე მივმართეთ პოლიციას და მერიას. დღეს კი ვგეგმავთ მივმართოთ პროკურატურას,“- განაცხადა აქციის მონაწილემ რიდვან ჯაპაროვმა.

"Chenel Enengi“-ში აცხადებენ, რომ უკრაინის მოქალაქეები მათთან სამუშაოდ ევროპულმა კომპანიამ "აისის ჩენელმა“ დაიქირავა და სახელფასო ანაზღაურებაც მათ უნდა დაფარონ. უკრაინის მოქალაქეები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის უკიდირესი ფორმით იმუქრებიან.

Comments
Loading...