- Advertisement -

დადუნაშვილი: ადგილობრივი თვითმმართველობა მაქსიმალურად უზრუნველყოფს საუკეთესო პირობების შექმნას

ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის" დაარსებიდან სამი წელი გავიდა, სამი ბენეფიციარი უკვე სრულწლოვანი გახდა. მათ გასაცილებლად მეგობრებმა და ცენტრის დირექციამ საზეიმო ღონისძიება გამართეს.ღონისძიებას წყალტუბოს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ადგილობრივი თვითმმართველობა მაქსიმალურად უზრუნველყოფს საუკეთესო პირობების შექმნასა და გააკეთებს ყველაფერს ცენტრის აღსაზრდელების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საზოგადოებასთან ინტეგრაციის მიმართულებით’" -წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი.

ცენტრის მმართველსა და დირექციას გულისხმიერებისა და განსაკუთრებული მზრუნველობისთვის მადლობა მოახსენა მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა.

საკრებულოს წევრმა მურმან შალამბერიძემ ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცა.

Comments
Loading...