- Advertisement -

დავით ასათიანმა ადვოკატთა საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტების შესახებ ბრიფინგი გამართა

ქუთაისში, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

დავით ასათიანმა ადვოკატთა საქმიანობაში ჩარევასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტების შესახებ ისაუბრა.

კერძოდ, სოციალურ ქსელში გამოჩენილი გვერდის თაობაზე, რომელიც მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციის დისკრედიტაციას ეწევა. ასათიანი ამბობს,რომ აღნიშნული გვერდი 6 დეკემბერს ფეისბუქის ადმინისტრაციამ წაშალა, თუმცა მისი შემქმნელები იმუქრებოდნენ, რომ მსგავსი ტიპის მადისკრედიტირებელი გვერდები მომავალშიც შეიქმნებოდა.

ასათიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მოუწოდა, დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და გამოავლინონ ყველა ის პირი, ვინც ჩართულია აღნიშნულ ქმედებებში.

Comments
Loading...