- Advertisement -

დავით გაბაიძემ და კაროლ ფშივარამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და კავკასიის ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ – დავით გაბაიძემ და პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მოქმედი კავკასიის ფონდის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ბათუმის საპატიო მოქალაქემ – კაროლ ფშივარამ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთაშორისო და ეროვნულ პროექტებში ერთობლივ მონაწილეობას, რაც ხელს შეუწყობს უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციურ განვითარებასა და ორმხრივ ურთიერთობებში რეგიონის აქტიურ ჩართულობას.

Comments
Loading...