- Advertisement -

დავით სერგეენკო: სოციალური დახმარების სისტემა განლევადი ან დასრულებადი უნდა იყოს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სოციალური დახმარების სისტემის ცვლილებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, წლის განმავლობაში ათეულობით ცვლილებები შედის სოციალური დახმარების სისტემაში მიმდინარე გამოწვევების საპასუხოდ. მან აღნიშნა, რომ არსებული სოციალური დახმარების სისტემა ერთგვარი დემოტივატორია ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანისთვის.

ნაცვლად იმისა, რომ ადამიანმა შემოსავლით და ხელფასით უზრუნველყოს ოჯახი, ის სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ სოციალური დახმარების სისტემა უნდა იყოს განლევადი ან დასრულებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელ, ახალგაზრდა ადამიანს ეძლევა სოციალურ დახმარება გარკვეული დროის განმავლობაში სამსახურის შოვნის მიზნით.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ სოციალური დახმარების სისტემა უნდა იყოს განლევადი ან დასრულებადი, ოღონდ სამუშაო ადგილების აქტიური შეთავაზებით. პირველი მარცვალი შარშანწინ ჩაიდო ამაში, როდესაც ახალგაზრდა ასაკში სოციალური დახმარების მაძიებლებს აქვთ ვალდებულება დარეგისტრირდნენ ვორქნეტში (worknet.gov.ge – სამუშაოს მაძიებელთა მონაცემთა ბაზაში) და თუ არ დარეგისტრირდებიან, მათ სოციალური დახმარება ეხსნებათ. გიდასტურებთ, რომ პირველი ნაბიჯები განლევადი ან დასრულებადი სოციალური დახამრების სისტემისკენ გადადგმულია, თუმცა ამას სჭირდება ძალიან სკურპულოზური გათვლა იმისათვის რომ, პირველი, გასაგები და გამჭირვალე იყო ყველასათვის, მეორე, შედეგზე იყოს ორიენტირებული და მესამე, შესაბამისი საინფორმაციო კამპანიები იყოს უზრუნველყოფილი“,-განაცხადა სერგეენკომ

Comments
Loading...