- Advertisement -

დავით სონღულაშვილი მოსახლეობას მუშაობის 1 წლის ანგარიშს აბარებს

გურჯაანის მაჟორიტარმა დავით სონღულაშვილმა სოციალურ ქსელში ერთი წლის შემაჯამებელ პოსტი დაწერა და განიხილა ყველა ის მიღწევა, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელდა.

"1 წელი გავიდა, მას შემდეგ რაც გურჯაანელების უდიდესი მხარდაჭერით დეპუტატის მანდატი მივიღე და პარლამენტში გურჯაანის მუნიციპალიტეტს წარმოვადგენ. ამ დროის მანძილზე შევძელით დასახული მიზნების ნაწილის განხორციელება, გადავჭერით პრობლემური საკითხები, ალბათ შეცდომებიც დავუშვით, თუმცა, მათი გამოსწორების გზებიც ვისწავლეთ და თავის დაზღვევაც ასეთი შეცდომების განმეორებისგან.
 
ყოველი ფეხის ნაბიჯზე, ყველა შეხვედრაზე, ყველა ღონისძიებაზე, უბრალოდ ქუჩაში გამვლელებისგან, მე ვხედავდი და ვგრძნობდი თქვენს თანადგომას, თქვენს მხარდაჭერას.
 
რაც მთავარია, ვგრძნობდი თქვენგან ნდობას. მიხარია, რომ სწორედ ნდობაზე და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა.
 
არ დარჩენილა ქალაქისა და სოფლების უბნები, მცირე დასახლებები, ვენახები და ბაღები, საწარმოები თუ მცირე მარნები, სადაც ამ ერთი წლის განმავლობაში არ შეხვედრივართ. გავიცანი უამრავი ადამიანი და შევეცადეთ, ერთად მოგვეგვარებინა ის პრობლემები, რომელიც როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე ცალკეული ოჯახების წინაშე იდგა.
 
ამიტომაც უფრო მეტი შემართება და, შესაბამისად, უფრო მეტი წარმატება იყო, ვიდრე მარცხი.
 
მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ყველა გურჯაანელს, ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა მაცხოვრებელს, ყველა მოქალაქეს, ვინც მუხლჩაუხრელად იშრომა, ისწავლა და ასწავლა, საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვა და ჩვენი საერთო საქმისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის თავი არ დაუზოგავს.
 
მადლობა ინიციატივებისთვის, მადლობა აქტიურობისთვის, მადლობა მეტი მოტივაციისთვის, მადლობა ერთობისთვის.
ჩემო გურჯაანელებო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან:
 
ასეთი ერთიანობა არასოდეს დავკარგოთ და მხარი ავუბათ ერთმანეთს ყველა კარგი და სასიკეთო საქმის განხორციელებაში!
ბევრი რამ მასწავლა განვლილმა წელმა, ბევრი რამ მასწავლა თქვენთან ყოველდღიურმა ურთიერთობამ. ინიციატივები, რომელიც პარლამენტში, სამინისტროებსა და სხვადასხვა უწყებაში წარვადგინე, დეტალურად გავიარე თქვენთან, ერთად ავწონ-დავწონეთ ყველა პროგრამის პროგნოზირებული შედეგი და საერთო და თქვენი ოჯახების კეთილდღეობისთვის, წინსვლისთვის აუცილებელი პროექტები მომზადდა, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება.
 
წელს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. კიდევ ერთხელ მსურს, არჩილ ხანდამაშვილს მივულოცო გურჯაანელების მხარდაჭერა და მერად არჩევა, მივულოცო ყველა სოფლის დეპუტატსა და საკრებულოს წევრებს გამარჯვება. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ძალებით, ახალი შემართებითა და ხალხის სამსახურში ყოფნის უზარმაზარი პასუხისმგებლობის გრძნობით განაგრძობენ საქმიანობას.
 
ჩვენი ხალხი ელოდება ცვლილებებს, ელოდება სწრაფ განვითარებას, ელოდება, რომ არცერთი მათგანის სატკივარი, პრობლემა თუ უბრალოდ წამოჭრილი საკითხი ყურადღების გარეშე დარჩება. ამ საქმეში ჩვენ ვართ ერთი გუნდი!
 
ვერც ჩემ თავს და ვერ სხვა ვინმეს, ვისაც ჩვენ მოქალაქეებთან ურთიერთობა, მათი საკითხების გადაჭრა ავალია, ვერ ვაპატიებ უყურადღებობას მოქალაქეების მიმართ! ჩვენ ხალხმა აგვირჩია, ჩვენ ხალხი გვენდო და იმ დაპირებებისთვის მოგვცა ხმა, რომელთა შესრულებაზეც დღენიადაგ უნდა ვიზრუნოთ.
 
ჩემი თხოვნა იქნება მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლების, არჩეულებისა და დანიშნულების მიმართ: ნუ ჩაიკეტებით კაბინეტებში, ნუ დაელოდებით მოქალაქეების მოსვლას და მათი საკითხების დაგვიანებით გაცნობას. მიდით ყველგან თავად, იქ სადაც შეიძლება იყვნენ ჩვენი მოქალაქეები, იქ სადაც ადგილზე გაეცნობით მათ საჭიროებებს, მიდით იქ, სადაც მათ ჭირდებით!
 
მიდით და გადაწყვიტეთ ყველა საკითხი ადგილზე. მეც თქვენთან ერთად ვიქნები, მე თქვენ გვერდზე ვიქნები იქ, სადაც თქვენ პროფესიონალიზმს, გულისხმიერებას და ყურადღებას გამოიჩენთ.
 
არ დავტოვოთ ჩვენი არცერთი მოქალაქე თავის პრობლემებთან მარტო. ყველა საკითხის გადაჭრისას, ყველა პრობლემის გაცნობისას, უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ, რა მექანიზმით, რა რესურსებით და რა მიდგომებით შეიძლება ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედება.
 
ეს არის საუკეთესო მმართველობის პრაქტიკა, რომლის დანერგვასაც გურჯაანის მუნიციპალიტეტში უდიდესი ყურადღება უნდა დავუთმოთ.
 
კიდევ ერთი თხოვნა მაქვს გურჯაანელებთან, ჩვენს მოქალაქეებთან: გამოიყენეთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც სახელმწიფო გაძლევთ მხარდამჭერი პროგრამებისა და პროექტების სახით.
 
აწარმოე საქართველოში, დანერგე მომავალი, იაფიანი აგროსესხები, სოფლის მეურნეობისა და საწარმოების განვითარების, კოოპერატივების ჩამოყალიბების პროგრამები – გურჯაანში შეიქმნება საკონსულტაციო ცენტრები, რომელიც დახმარებას გაგიწევთ, რჩევებსა და რეკომენდაციებს მოგცემთ თითოეულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თქვენ ხელთ არსებული რესურსების მიხედვით თქვენი საჭიროებების ანალიზის საფუძველზე, დაგეხმარებიან თქვენი სამომავლო საქმიანობის განსაზღვრაში და ოპტიმალური გეგმის ჩამოყალიბებაში.
 
ყურადღებით იყავით და მოემზადეთ საოჯახო მარნების პროგრამისთვის. პირველსავე ეტაპზე ჩაერთეთ პროექტებში ჩემი ბიუროს სპეციალიზებული და მერიის საკონსულტაციო ცენტრების დახმარებით.
 
მსურს განსაკუთრებული თხოვნით და რეკომენდაციით მივმართო ახალგაზრდებს, რომლებიც სწავლობენ თბილისსა და სხვა ქალაქებში ან საზღვრებს გარეთ და მოვუწოდო მათ, რომ სხვა ალტერნატივებთან ერთად დეტალურად და საფუძვლიანად განიხილონ გურჯაანში საქმიანობისა და კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა.
 
ცვლილებები, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა განხორციელდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, პერსპექტიულ წინაპირობებს ქმნის ახალგაზრდებისთვის, რომ მიღებული თეორიული ცოდნა და განათლება. პრაქტიკულ საქმიანობაში გამოცადონ ჩვენთან. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ახალგაზრდა მეწარმეების მხარდამჭერ პროგრამებს და ინვესტორების ინტერესების სფეროებს.
 
მივმართავ ინვესტორებს! ყოველმხრივ შეგიწყობთ ხელს აგროსამრეწველო, ტურიზმის, საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებისთვის.
 
გურჯაანის მერია და შესაბამისი სამსახურები უახლოეს მომავალში მოამზადებს საინვესტიციო წინადადებებს ინვესტირებისთვის ხელსაყრელი მიმართულებების მიხედვით;
 
ღვინის სააგენტო მომავალ წელს დაასრულებს სავენახე ფართობების ინვენტარიზაციას, დაგეგმილია ადგილწარმოშობის ზონების შევსება ახალი დასახელებებით;
 
საჯარო რეესტრის სააგენტო უმოკლეს ვადებში დაასრულებს პროექტს „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის – საქართველოს ორთოფოტო“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთელი ტერიტორიის ერთიანი აეროფოტო გადაღება მოხდება. აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება და ერთიანი ორთოფოტო სურათის შექმნა ქვეყანაში პირველად ხორციელდება.
 
ამის პარალელურად, საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ საპილოტე პროექტი, რომელიც მიწის ბაზრის განვითარების ითვალისწინებს. საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპია და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებში, ყველა მიწის ნაკვეთის სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე რეგისტრაციას გულისხმობს. პროექტი მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ხორციელდება.
 
მიმდინარე პროექტები ხელს შეუწყობს როგორც მიწის ბაზრის განვითარებასა და სწორად მართვას, აგრეთვე საფუძველს მოამზადებს სივრცითი მოწყობის ერთიანი დოკუმენტის ჩამოყალიბებისთვის. სივრცითი მოწყობის ახალ სისტემაზე გადასვლა ინვესტორებს გაუადვილებს გადაწყვეტილებების მიღებას, ბიზნეს-გეგმების შემუშავებას და მიმზიდველ სფეროებში პროგნოზირებადი გათვლების გაკეთებას.
 
2018 წელი იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მმართველობის რეფორმების წელი. გპირდებით, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე ეს განვლილი ერთი წელი.
 
მომავალი წელი კიდევ უფრო დაგვაახლოვებს, რადგან ცვლილებები, დაგეგმილი სიახლეები, ინფრასტრუქტურული პროექტები, ტურისტული ობიექტების მშენებლობა, მცირე მარნების განვითარების პროგრამა, ტექნოპარკისა თუ გურჯაანის პარკის მშენებლობა, ახალი გზების დაგება და არსებულების რეაბილიტაცია, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამები მიმართული იქნება ჩვენი მოქალაქეების, თითოეული მაცხოვრებლისა და ოჯახის კეთილდღეობის გაზრდისკენ.
 
ახლა, რაც შეეხება შესრულებულ სამუშაოებს, მოცემულ ანგარიშში წარმოგიდგენთ ჩემი და ჩემი ბიუროს ერთი წლის მუშაობას და მიღებულ შედეგებს.
 
თავდაპირველად, მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ 2017 წლის ყველაზე დიდი გამარჯვება, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე თითოეული ჩვენგანისთვის ვიზალიბერალიზაციის მიღება იყო, რომელიც რა თქმა უნდა წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის დასტურია და ჩვენ ასეთი ნაბიჯებით ვუახლოვდებით დასახული მიზნის განხორციელებას – საქართველოს ღირსეულ წევრობას ევროკავშირსა და ნატოში!
 
დეპუატის ბიურო

ჩემმა ბიურომ ერთი წლის განმავლობაში 2000-ზე მეტი მოქალაქე მიიღო, გაუწია რეკომენდაცია და აღმოუჩინა დახმარება.
რის გაკეთება შევძელით ამ ერთი წლის განმავლობაში:
 
ინფრასტრუქტურული პროექტები:

გურჯაანის შემოვლითი გზა – ბაკურციხე-გურჯაანი-თელავი
 
მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განვითარების ქრონოლოგიასაც გთავაზობთ:
 
მაგისტრალის მშენებლობის დაწყება – 09/08/17

 
გურჯაანელი სტუდენტების ანაზღაურებადი სტაჟირება, მაგისტრალის მშენებლობაზე – 17/08/17

 
ბაკურციხე-გურჯაანის 15,5 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობა – 26/12/17

 
2. კახიფარისა და ვაჩნაძიანის გაზიფიცირება
 

კახიფარის ეკლესიის მშენებლობა და კახიფარის გაზიფიცირება – 03/12/16

3. ვაზისუბანში-ღარიბაანთ კარსა და სოლოლაკში გზის რეაბილიტაცია

4. ქვესადგურები: კაჭრეთისა და გურჯაანის ქვესადგურების რეაბილიტაცია

ქვესადგური გურჯაანის რეაბილიტაცია – 5/12/16

ქვესადგური კაჭრეთის რეაბილიტაცია -5/12/16

5. ვეჯინის ამბულატორიის მშენებლობა 1/09/17
 

6. სოფელ ვეჯინისა და სოფელ გურჯაანის სკოლების სრული რეაბილიტაცია

ვეჯინის სკოლის რეაბილიტაცია – 10/09/17

7. მუკუზანსა და ზეგაანში 24 საათიანი წყალმომარაგება და გზის რეაბილიტაცია 19/08/17

9. შაშიანის გზის რეაბილიტაცია 

სოფელ შაშიანში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისკენ მიმავალი 1022 მ გზისა და 1436 მ რკინა-ბეტონის სანიაღვრე მოეწყო – 28/10/17

10. რეგიონული თავშესაფარი გურჯაანში

გურჯაანში მაწანწალა ძაღლების რეგიონული თავშესაფარი აშენდება – 4/12/17

11. ილტოს წყალსაცავის მშენებლობა

წყალსაცავი, რომლის სიმაღლე 118 მეტრი, ფართობი კი დაახლოებით 200 ჰექტარია, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალაში აშენდება და მთლიანად კახეთის რეგიონს მოემსახურება – 31/10/17

სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა

1. აგრომეტეო სადგურების დამონტაჟება ყიტაანში, ჩუმლაყში, ახაშენში, ველისციხეში, სოფელ და ქალაქ გურჯაანში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში აღდგა საირიგაციო მომსახურება – 7/11/17


2. პესტიციდების თემაზე შეხვედრა



პესტიციდების ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით, შეხვედრა მოსახლეობასთან – 14/02/17

3. 5000 ნერგი მუნიციპალიტეტის მასშტაბით – გამწვანების აქცია



მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაირგო 5000 მწვანე ნარგავი – 22/04/17

დედამიწის დღე – 22/04.17

4. „თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილება

კანონპროექტის მიხედვით, მეორე და მესამე კატეგორიებისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების გასხვისების, აგრეთვე მათზე მშენებლობის განხორციელების დროს შესაბამისი ორგანოების მიერ მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემა დასაშვები იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ მწვანე ნარგავები ხმელი, ხმობადი, ამორტიზებული ან ფაუტია, ხოლო აღნიშნული ფაქტი დადასტუერბულია შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ – 10/03/17

5. კანონპროექტი ვაზისა და ღვინის შესახებ

“ღვინო ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული ღირებულებების მატარებელია და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვუზრუნველყოთ, რომ საქართველოში საუკეთესო ხარისხის ღვინის წარმოება იყოს. კანონში შეტანილი ცვლილებები ხელს შეუწყობს საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული ღვინის მიმართ ინტერესის გაზრდას და ჩვენი კულტურის უკეთესად გაცნობას. მსურს თითოეულ მევენახეს წარმატება და მათ მიერ დაყენებულ ღვინოს საერთაშორისო აღიარება ვუსურვო!" – დავით სონღულაშვილი – 21/06/17

პარლამენტმა კანონპროექტი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საბოლოო მოსმენით მიიღო

6. გურჯაანის ღვინის ფესტივალი – 2017

გურჯაანის ღვინის ფესტივალი – 7/10/2017

7. საქართველო – ღვინის სამშობლო, გინესის რეკორდსმენი


ბორდო, მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, “საქართველო-ღვინის საშობლო” ექსპოზიცია სამი თვის განმავობაში მიმდინარეობდა

კულტურა და ტურიზმი:

1. მაროშენი ბაკურციხეში

ბაკურციხეში აგროტურისტული კომპლექსი "მაროშენი“ გაიხსნა. სარაჯიშვილის მარანი

2. კულტურის სახლი ბაკურციხეში

3. საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში


2-27 მარტს გურჯაანის სპორტკომპლექსმა საქართველოს ჩემპიონატს ჭიდაობაში უმასპინძლა

4. კრივის დარბაზის გახსნა ვეჯინში

კრივის დარბაზის გახსნა სოფელ ვეჯინში – 7/12/17

5. სპეციალური საახალწლო ღონისძიება და საჩუქრები შშმ ბავშვებს

საახალწლო ღონისძიება და საჩუქრები შშმ ბავშვებს – 3/01/17

6. საცურაო აუზის გახსნა სპორტკომპლექსში


სპორტკომპლექსის სრული დატვირთვით ამუშავება

8. გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის გახსნა

9. ჩუმლაყის განვითარების ფონდი მასობრივი სპორტის განვითარებისთვის

10. სასტუმროს მშენებლობა ახაშენში

11. ჭავჭავაძისეული შატოს მშენებლობა-რეაბილიტაცია ვაზისუბანში

13. ტრადიციული ქართული ჭიდაობის ტურნირი ძირკოკში

განათლება და ახალგაზრდული პროექტები:

1. ახალგაზრდული საბჭოს ჩამოყალიბება

2. ტექნოპარკი

მსფლიო ბანკის წარმომადენლეი გურჯაანში ტექნოპარკის განთავსების მიზნით, შენობებს ათვალიერებენ – 9/12/16

ტექნოპარკის სტრატეგიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი კინწურაშვილი და ინოვაციების ცენტრის კოორდინატორი გიორგი ბეჟიტაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გადამამუშავებელი სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და მეხილეობა-მებოსტნეობის წარმომადგენლებს შეხვდნენ – 24/02/17

3. წარმატებული სტუდენტების დაჯილდოება კომპიუტერებით

SoftLine-ის კოუმპიუტერები საჩუქრად წარმატებულ სტუდენტებს – 4/01/17


4. ახალგაზრდული საბჭოს წევრების მიერ ჩამოყალიბებული არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ლიდერთა ასოციაცია“


ახალგაზრდული საბჭოს წევრების დაარსებული “მომავლის ლიდერთა ასოციაცია”-ს მიერ ჩატარებული ტრენინგი სკოლის მოსწავლეებისთვის ბულინგის თემაზე – 19/05/17

მომავლის ლიდერთა ასოციაციის მეორე ტრენინგი კონსტიტუციის განხილვა – 26/06/17

5. ჩუმლაყის სკოლისთვის სპორტული ინვენტარის გადაცემა

სპორტული ინვენტარი ჩუმლაყის სკოლის მოსწავლეებს – 20/04/17

6. ტოპ 7 ადგილი, რომელიც უნდა მოინახულო გურჯაანში

“ტოპ 7 ადგილი რომელიც უნდა მოინახულო გურჯაანში” – პროექტის გამარჯვებულები – 20/07/17

7. ნუცა მახვილაძის სახელობის დებატების რესპუბლიკური ტურნირი

ნუცა მახვილაძის სახელობის დებატების ერონულ ტურნირში, დავით სონღულაშვილმა გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა – 31/08/17

8. Gurjaani Flea Market

გურჯაანში პირველად მოეწყო Flea Market – 4/06/17

9. მედალოსანი სკოლის მოსწავლეების დაჯილდოება

მედალოსანი სკოლის მოსწავლეების დაჯილდოება – 20/07/17


10. სასკოლო ინვენტარი გურჯაანის სკოლებს

გურჯაანის სკოლებს, სასკოლო ინვენტარი გადაეცათ – 4/09/17

11. ახალგაზრდული საბჭო – „გააცანი შენი კუთხე“

გააცანი შენიკუთხე პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდულმა საბჭომ თბილისის მწვანე სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა – 28/10/17

სოციალური პროექტები:
1. ცე ჰეპატიტის სამკურნალო რეგიონული კაბინეტის გახსნა გურჯაანში


ცე ჰეპატიტის კაბინეტის გახსნა “კახეთი-იონში” – 17/02/17

ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გურჯაანში – 16/09/16

2. უფასო სამედიცინო გამოკვლევები მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში (კარდენახი, ველისციხე)

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ველისციხეში და უფასო მედიკამენტები მოსახლეობას – 20/01/17

უფასო სამედიცინო გამოკვლევები კარდენახში – 16/03/17


უფასო პედიატრიული გამოკვლევები კახეთი-იონში – 3/06/1

3. სათნოების სახლისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემა


საახალწლო საჩუქრები სათნოების სახლის ბენეფიციალებს – 30/12/16

4. ეტლების გადაცემა შშმ პირებისთვის

შშმ პირებს საჩუქრად გადაეცათ ეტლები – 27/01/17

ჩემო გურჯაანელებო, 

ეს მცირე ჩამონათვალი იყო იმ საქმეების, რომელიც წინა წელს ერთობლივი ძალისხმევით ჩამოვაყალიბეთ და მოვაგვარეთ.
2018 წელს, თქვენთან ერთად და თქვენი მხარდაჭერით უფრო მეტის გაკეთებას ვგეგმავთ.

ველი თქვენგან რეკომენდაციებს, მოსაზრებებს და ახალ წინადადებებს", – წერს სონღულაშვილი. 

Comments
Loading...