- Advertisement -

დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული მოსაცდელები ხულოში – ფოტორეპორტაჟი

ხულოს მუნიციპალიტეტში სულ 45 მოსაცდელია, თუმცა უმეტესობა რეაბილიტაციას საჭიროებს. ადგილობრივი მოსახლეობა მათ რეაბილიტაციას, ნაწილის კი ახალის მშენებლობას მოითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსაცდელების ნაწილი ავარიულია, ნაწილში კი ანტისანიტარიაა.

მაგალითად სოფდელ დიდიაჭარის მოსაცდელი გამოუსადეგარია, რადგან მოსაცდელი წლების წინ გაკეთდა, გზა კი მოგვიანებით დააგეს, ამაღლებული გზის გამო კი დაბლა დარჩენილი მოსაცდელი ფაქტობრივად გამოუსადეგარია.

ასევე მძიმე ვითარებაა სოფელ პაქსაძეების მოსაცდელში, რომელსაც ჭერიც და იატაკიც დაზიანებული აქვს ადგილობრივებმა კი ლითონის მავთულით კაკლის ხეზე მიაბეს, რათა ამ ხერხეთ გაემაგრებინათ. პრობლემაა სოფელ პაქსაძეებშიც, სადაც მოსაცდელი წვიმის დროს ტალახით ივსება და როგორც ადგილობრივები ამბობენ მოსაცდელი განსაკუთრებით წვიმის დროს ჭირდებათ რათა თავი შეაფარონ, თუმცა უშედეგოდ… ტალახის გამო შეუძლებელია მოსაცდელში შესვლა.

როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში „აიპრესს“ განუმარტეს, მიმდინარე წელს დაგეგმილია ერთი ახალი მოსააცდელის მშენებლობა სოფელ დეკანაშვილებში. ასვე მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული აქვთ 6500 ლარი დაზიანებული მწყობრიდან გამოსული მოსაცდელების რეაბილიტაციისათვის. აღნიშნული თანხით დახლოებით მოხდება 5/6 მოსაცდელის რეაბილიტაცია.

Comments
Loading...