- Advertisement -

დათო ხომერიკი: მერიამ ბიუჯეტის ცვლილებები ჩამოაგზავნა საკრებულოში და მოაწყო მოჩვენებითი განხილვა

ფოთში, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა საკრებულოში დათო ხომერიკმა, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, საკრებულოს რიგგარეშე მოწვევის სხდომების მოთხოვნის სიხშირე გააპროტესტა, მისი განცხადებით აღმასრულებელი ორგანო ისეთ საკითხებს აგზავნის განსახილველად, რაც შეიძლება საკრებულოს ჩაუვლეად, მერის ბრძანებით გადაწყდეს.

"სულ რაღაც ერთი თვის წინ საკრებულოს თავმჯდომარემ თვითმმართველობის მერიას თითი დაუქნია, რომ ასე ხშირადარ არ გამოეგზავნა ბიუჯეტში ცვლილებები და ბოლომდე მოუმზადებელი დოკუმენტები არ ყოფილიყო საკრებულოს სხდომაზე განხილვის საგანი, მაგრამ ეტყობა აქეთ დაუქნიეს თითი, ისეთი ბიუჯეტის ცვლილებები წარმოადგინეს, რომ ეს შეიძლებოდა ქალაქის მერს, ბრძანებით გადაეწყვიტა, მაგრამ ჩამოაგზავნეს და მოაწყვეს ამის მოჩვენებითი განხილვა“, – ამბობს დათო ხომერიკი.

ცნობისათვის, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ ერთ-ერთ რიგგარეშე სხდომაზე, აღმასრულებელი ხელისუფლება მკაცრად გააფრთხილა, კერძოდ, როგორც მან აღნიშნა, თუ სხდომებზე მერიის მიერ წარმოდგენილ კონკრეტული საკითხის ირგვლივ, დეპუტატების ნებისმიერი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩება, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება. ასევე მან ხაზგასმით განაცხადა, რომ რიგგარეშე სხდომების მოწვევის ფორმა სამათლებლივ ჩარჩოში უნდა ჩაჯდეს და კვირაში 2-3-ჯერ არ უნდა ტარდებოდეს.

Comments
Loading...