- Advertisement -

“დაიცავი საქართველოს” ლიდერი: რთული სიტუაციაა, ამის შემობრუნება ძალიან გაუჭირდება “ქართულ ოცნებას”

“დაიცავი საქართველოს” ლიდერის კახა მიქაიას განცხადებით, რათა არ დაბრუნდეს ის უბედურება რაც უკავშირდება სააკაშვილის რეჟიმს „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი იძულებულია კიდევ ერთხელ, კვლავ იძულებითი არჩევანი გააკეთოს და საზოგადოებას მოუწოდებს არ დაუშვან სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნება და სწორედ ამიტომ მხარს უჭერს “ქართულ ოცნებას”.
როგორც მიქაია აცხადებს ის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასაც შეხვდა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამეგრელოს და კერძოდ ქალაქის ზუგდიდის განვითარების თემას.
“სხვათაშორის ჩვენი ხედვები დაემთხვა ერთმანეთს და ბევრ რამეში ერთმანეთს დავეთანხმეთ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.. მე ვფიქრობ, რომ ის გამოწვევები, რომელიც არის სამეგრელოში და რომელიც მას დახვდა, მგონია ის შეძლებს და მას აქვს ენერგია და სურვილი ამას გაუმკლავდეს.
რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები დასრულდა კატასტროფულად და მას ეს გათვითცნობიერებული აქვს. ჩემი შეფასებით, ეს შედეგები გამოწვეულია წინა ხელმძღვანელობის არაკომპენტენტურობით. წინა მმართველობა გამოირჩეოდა კორუფციით და იყო დანაშაულები და ეს ყველაფერი აისახა არჩევნების შედეგებზე. რაც შეეხება არჩევნებს ძალიან რთული სიტუაციაა და შემობრუნება არის საკმაოდ ძნელი და მგონია რომ ეს ძალიან გაუჭირდება ქართულ ოცნებას. ამიტომ, რათა არ დაბრუნდეს ის უბედურება რაც უკავშირდება სააკაშვილის რეჟიმს, მე იძულებული ვარ კიდევ ერთხელ – როგორც ბოლო წლებში ჩატარებული არჩევნების მსგავსად, კვლავ იძულებითი არჩევანი გავაკეთო. მოვუწოდებ საზოგადოებას არ დაუშვან სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნება – „დაიცავი საქართველო,“-აცხადებს მიქაია.

Comments
Loading...