- Advertisement -

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერის მოადგილემ 12 აღსაზრდელს საჩუქრები გადასცა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერის მოადგილემ სხვადასხვა დღის ცენტრის 12 აღსაზრდელს უმასპინძლა და საჩუქრები გადასცა. ბავშვებთან ერთად, ნინო თვალთვაძემ და სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, სიმბოლურად ტილოზე მზე დახატეს და სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს.

,,დღეს ვუმასპინძლეთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს. მნიშვნელოვანია საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ავღნიშნავთ ასეთ მნიშვნელოვან დღეს. ჩვენ ძალიან ხშირად უნდა შევხვდეთ მათ და ვისაუბროთ ბევრი მათ პრობლემებზე, იმაზე თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ადგილობრივმა თვითმმართველობამ, სახელმწიფომ და საზოგადოებამ მათთვის. “-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

Comments
Loading...