- Advertisement -

დაცული ტერიტორიების სააგენტო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ ფოთში აღნიშნავს.
ღონისძიებებზე მისული მოქალაქეები დაცული ტერიტორიების სივრცეში მოხვდებიან.

მოედანზე მოწყობილია ვირტუალური რეალობის სივრცე, სადაც ერთდროულადაა შესაძლებელი ალგეთის (ბირთვისი), ვაშლოვანის, მაჭახელას, ოკაცეს კანიონის, კოლხეთის (პალიასტომი) მარტვილის კანიონისა და მტირალას დათვალიერება. ასევე მოეწყო ღია კინოთეატრი, სადაც მთელი დღის მანძილზე ბავშვებისათვის ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება მიმდინარეობს. 

სადღესასწაულო ღონისძიებაზე მისულ პატარებს დიდი „კუბიკებით“ დაცული ტერიტორიების ფოტოების აწყობის შესაძლებლობაც აქვთ. ფოთში ასევე მოწყობილია საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნის ისტორიული დერეფანი.

Comments
Loading...