- Advertisement -

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კასპში, იგოეთის მიმდებარე ტრიტორიები დააასუფთავეს

22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტში კომპანია "Well 3 ''-მა კასპში სოფელი მიქელწყაროს მიმდებარე, ხოლო კომპანია „Grant Thornton“ – მა იგოეთის მიმდებარე ტრიტორიები დააასუფთავეს.

აქცია კამპანია „ჩვენი გარემოსთვის – ჩვენი გულისთვის“ გარემოსდაცვითი არასამთავრობო რეგიონული ორგანიზაცია CENN -ის ინიციატივით გაიმართა. კამპანიის ამოცანაა: სოციალური გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლება, დანაგვიანებისთვის ბოლოს მოღება, გადამუშავების პრაქტიკის პოპულარიზაცია და საქართველოს ტერიტორიების გალამაზება.

კამპანიასთან თანამშრომლობის მსურველ კომპანიებს, ორგანიზაციებს და ცალკეულ პირებს შეუძლიათ აირჩიონ სპეციფიური ადგილი, როგორიცაა გზის განაპირა უბანი, პარკი, სალაშქრო ბილიკი, ქუჩა და სხვა და აიღონ პასუხისმგებლობა სამი წლის განმავლობაში მის მოვლაზე. CENN-ის მხარდაჭერით მოხდება ტერიტორიის პირველადი დასუფთავება, რის შემდეგაც მასზე დაიდგმება საინფორმაციო ბანერი, რომელიც საზოგადოებას ამცნობს ამა თუ იმ ორგანიზაციიის ან ცალკეული პირის მიერ ტერიტორიის „შვილების“ შესახებ, რაც ტერიტორიის სულ მცირე თვეში ერთხელ დასუფთავებაში გამოიხატება.

კომპანიბი "Well 3“ და „Grant Thornton“ ‘'CENN“-ის მიერ იქნა შერჩეული, რომლებმაც აღნიშნული ტერიტორიები „იშვილეს“ და შემდგომშიც პერმანენტულად დაასუფთავებენ.

Comments
Loading...