- Advertisement -

დედოფლისწყაროს გამგებელი: საუბარი ორივე მხარესთან შედგა, თუმცა პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა

დედოფლისწყაროს სოფლებში მიწის გასხვისებასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი. გამგებლის განცხადებით, საუბარი ორივე მხარესთან შედგა, თუმცა პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა.

,,ჩვენ ვესაუბრეთ მოსახლეობასაც და ბანკის წარმომადგენლობასაც, თუმცა ამ დრომდე კონსესუსამდე ვერ მივედით. წინა ხელისუფლების პირობებში მართლაც გაიყიდა 3600 ჰექტარი მიწის ფართი, თუმცა რამდენად კანონიერების ფარგლებში მოხდა,ეს სხვა საკითხია. მოგვიანებით, მოსახლეობამ შ.პ.ს ,,ჯეოაგროსგან,, იჯარით აიღო აღნიშნული მიწის ფართი და დაიწყო მისი გამოყენება და ასე ხდებოდა დღემდე.იმედი გვაქვს, მოხერხდება ბანკთან შეთანხმება იჯარით გაცემის ან შედარებით დაბალ ფასად გამოსყიდვასთან დაკავშირებით.“- განაცხადა ,,აიპრესთან,, საუბრისას ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

Comments
Loading...