- Advertisement -

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ორი ახალი ჭაბურღილი მოეწყო

სოფელ გამარჯვებაში ორი ახალი ჭაბურღილისა და სადაწნეო ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

ინფრასტრუქტურული პროექტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოადგილესთან, დავით ფხოველიშვილთან და გამარჯვებაში მერის წარმომადგენელთან, ზვიად ზვიადაურთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ღირებულებამ 148 553 ლარი შეადგინა და ის გამარჯვებაში სასმელი წყლის დებეტს მნიშვნელოვნად გაზრდის.
უახლოეს პერიოდში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით არაერთი გრანდიოზული პროექტი განხორციელდება, რაზეც 56 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

Comments
Loading...