- Advertisement -

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა საშემოდგმო სამუშაოებს ვერ ასრულებს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა საშემოდგმო სამუშაოებს ვერ ასრულებს.

ზემო ქედის, ქვემო ქედის და არხილოსკალოს მოსახლეობა პროტესტის ნიშნად შირაქის ტერიტორიაზე შეიკრიბა და სახნავ-სათესი მიწების დაბრუნებას ითხოვს, რომელიც წინა ხელისიფლების დროს კერძო პირზე გასხვისდა, მოგვიანებით კი საქართველოს ბანკის საკუთრებაში გადავიდა.

აქციის მონაწილებეები აცხადებენ, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში აღნიშნული მიწის ფართობს ყოველწლიურად იყენებდნენ, თუმცა მიმდინარე წელს ბანკმა დაცვის კომპანია დაიქირავა, რის შემდეგაც საშემოდგომო ხვნა-თესვის სამუშაოების ჩატარებას ვეღარ ახერხებენ. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი ბანკისთვის მიეის დათმობას არ აპირებენ.

ადგილზე მობილიზებულია საქართველოს ბანკის მიერ დაქირავებული დაცვის სამსახური,კრიმინალური პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

Comments
Loading...