- Advertisement -

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილეები წარადგინა

დედოფლისწყაროს მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოადგილეები წარადგინა. პირველი მოადგილის თანამდებობა სოლომონ ღორაშვილმა დაიკავა, მეორე მოადგილედ კი მალხაზ მერაბიშვილი დაინიშნა.

-"სოლომონ ღორაშვილი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გამგებლის პირველი მოადგილე იყო, ის კვლავ ამ თანამდებობაზე რჩება. რაც შეეხება, მალხაზ მერაბიშვილს, 2014 წლიდან ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი იყო. ძალიან ენერგიული და წარმატებული ადამიანია, ამიტომ დავაწინაურეთ. ამ ეტაპზე მერიაში სხვა საკადრო ცვლილება ნამდვილად არ იგეგმება."- განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

Comments
Loading...