- Advertisement -

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ექვსი სოფლის მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ექვსი სოფელი- არხილოსკალო, ზემო ქედი, ქვემო ქედი, სამთაწყარო, ფოროსმანი და საბათლო გაზიფიცირებული ამ დრომდე არ არის.
ადგილობრივები ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებას სთხოვენ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, გაზიფიცირების პროექტი უკვე შედგენილია, თუმცა როდის ექნება აღნიშნულ სოფლებს ბუნებრივი აირი, ამ დროისთვის უცნობია.

-"ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ. დასრულებულია გაზიფიცირების პროექტირება. იმედი გვაქვს, ექვსი სოფლის გაზიფიცირება მომავალ წლებში მოხდება. ზუსტი დროის თქმა არ შემიძლია." – განაცხადა ჯანიაშვილმა.

Comments
Loading...