დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტირეგიონები დამატების თარიღი 1 მარტი, 2021 10 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა. პატარებს სასწავლო წლის დაწყება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა , საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა და სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ყოჩიაშვილმა მიულოცეს. არსებული ეპიდსიტუაციის გამო სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი რეგულაციების მკაცრი დაცვით მიმდინარეობს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში 852 ბავშვია რეგისტრირებული. დედოფლისწყარო