- Advertisement -

დედოფლისწყაროში ალოობა აქტიურ ფაზაში შევიდა

დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის გუბერნატორთან ერთად, ხორბლის აღების პროცესს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებსაც შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში 67 ათას ჰექტრამდე ნათეს ფართობზე, წინასწარი მონაცემებით, 230 ათას ტონა ხორბალს ელოდებიან.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით, მოსავლის დაბინავებაზე პრობლემა არცერთ ფერმერს არ შეექმნება.

:არცერთი სოფელი არ არსებობს, რომელსაც მოსავლის აღების პრობლემა აქვს. სამთაწყარო მთლიანად მორჩენილია, მირზაანსა და გამარჯვებაშიც დამთავრდა მოსავლის აღება. როგორც გასულ წლებში, ახლაც ეტაპობრივად მიმდინარეობს მოსავლის დაბინავება. "მექანიზატორმა" დედოფლისწყაროში კომბაინების რაოდენობა 14 ერთეულით გაზარდა. შარშან თუ 28 იყო, ახლა 42-ია. მცირე ფერმერებთან ცალკე კომბაინები მუშაობს და მსხვილ ფერმერებთან სხვა. შედგენილია სია, ყველა მოსახლემ იცის, როდის უწევს რიგი.“ – განაცხადა ჯანიაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში შპს „მექანიზატორს“ უკვე აღებული აქვს 11 ათას ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავალი.

Comments
Loading...