- Advertisement -

დედოფლისწყაროში, სოფელ გამარჯვებაში ფერმერების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა

მათი თქმით, ქერის მოსავლის ასაღებად კომბაინები არ ჰყოფნით, შპს "მექანიზატორი" კი უპირატესობას მსხვილ ფერმერებს ანიჭებს და ტექნიკას პირველ რიგში მათ აძლევს. მცირე ფერმერებს კი ტექნიკის მოლოდინში მოსავალი გაუნახევრდათ. 

"კომბაინები მხოლოდ მსხვილი ფერმერების მოსავლის აღებაზე არიან დასაქმებული,ვისაც მცირე ფართობზე გვაქვს ქერი დათესილი, არ გვაძლევენ კომბაინს. ალბათ სპეციალურად გვაგდებენ ამ დღეში,რომ მცირე ფერმერები იძულებულნი გაგვხადონ,მიწა მსხვილმიწიან ფერმერებს მივყიდოთ."- განაცხადა ფერმერმა ზურაბ გოდერძიშვილმა.

ფერმერების პროტესტს უპასუხეს შპს ,,მექანიზატორში.

"კომბაინის მძღოლებს დატვირთული გრაფიკი აქვთ, ღამის პირველ საათამდე იმუშავეს და ახლა ჯერ სძინავთ,თან ხალხმა ანერვიულა, ადამიანები არიან ისინიც. მოვლენ და გავგზავნით"- განაცხადა "მექანიზატორის" დირექტორმა დავით გონაშვილმა. 

ცნობისათვის,დედოფლისწყაროში წელს ერთ ჰექტარზე 2-4 ტონამდე მოსავალი მოვიდა, მოსავლის დიდი ნაწილი ამ დრომდე დასაბინავებელია. ფერმერები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ.

Comments
Loading...