- Advertisement -

დედოფლისწყაროში შუახნის მამაკაცს გველმა უკბინა

ზაფხულის დადგომასთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად, კახეთში ქვეწარმავლების რაოდენობამაც მოიმატა.  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ინფორმაციით, კახეთში ბოლო ერთი თვის მონაცემებით, გველის კბენის ერთი შემთხვევა დედოფლისწყაროში დაფიქსირდა.

"ჩვენ კახეთის რაიონებიდან მონაცემებს ყოველთვიურად ვიღებთ. ბოლო მონაცემების თანახმად, ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული დედოფლისწყაროში, სადაც გველმა შუახნის მამაკაცს უკბინა. თუმცა საბედნიეროდ, ქვეწარმავალი შხამიანი არ აღმოჩნდა და ადგილზე მოხდა პაციენტისთვის შესაბამისი მკურნალობის გაწევა.

რაც შეეხება შრატს, კახეთის ყველა რაიონში საკმარისი რაოდენობით არის და საჭიროების შემთხვევაში შხამიანი გველის მიერ დაკბენილ ადამიანს დროულად აღმოუჩენენ დახმარება",- განუცხადა "აიპრესს" საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის კახეთის რეგიონის მენეჯერმა ნელი ხიზანიშვილმა.

Comments
Loading...