- Advertisement -

დევნილთა სამინისტროსა და ჟვანიას სახელობის სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანსაც საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

მემორანდუმის თანახმად, ჟვანიას სახელობის სკოლის პედაგოგები, ინტეგრაციის ცენტრში, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს ქართულ ენას შეასწავლიან.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა და ჟვანიას სახელობის სკოლის დირექტორმა ქეთევან მახარაშვილმა მოაწერეს.

Comments
Loading...