- Advertisement -

დიდთოვლობის გამო შუახევის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

შუახევის მუნიციპალიტეტში გამოიდარა, თუმცა დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა როგორც გადაადგილების ასევე ელექტრო ენერგიის კუთხითაც, გადაადგილება მაღალი ზონის სოფლებში მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი.

სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა სამ საბავშვო ბაღსა და 17 საჯარო სკოლაში. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 100-120 სმ-ს აღწევს, ელექტრო ენერგია არ მიეწოდება მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებს. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში "აიპრესს" განუცხადეს დილიდან მიმდინარეობს დაზიანებული კერების აღდგენითი სამუშაოები, რაც შეეხება გზებს მერიის განცხადებით ადმინისტრაციული ერთეულების მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. მათივე ინფორმაციით გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი ბათუმი ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის შუახევის მონაკვეთზე. შუახევის მერიაში მოქმედებს 24 საათიანი საგანგებო შტაბი.

Comments
Loading...