- Advertisement -

დიდი ფხალლობიობა ქედაში – როგორ მზადდება უგემრიელესი კერძი (ვიდეო)

ქედაში მცხოვრებ ფატი წულუკიძეს ქედისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძი ფხალლობიოს მომზადება ბებიამ შეასწავლა, როგორც ფატი “აიპრესთან” ყვება ბებიისაგან ნასწავლ ტრადიციას თავადაც გადასცემს მის შთამომავლებს.

მისივე თქმით ეს კერძი მათთვის ტრადიციულია და მისი მომზადება ქედაში ყველა დიასაისმა იცის, ფხალლობიო ყველაზე ხშირად სწორედ ამ სეზონზე მზადდება, რადგან ქედაში ფხალიც და ლობიოც ამ დროს მოდის.

ფატი გვიყვება თუ როგორ ამზადებენ ფხალლობიოს და ამბობს, რომ კერძი განსაკუთრებით გემრიელია თუ მას მჭადთან ერთად დავაგემოვნებთ.

ნახეთ ვიდეო და გაიგეთ როგორ მზადდება ქედისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძი ფხალლობიო.

Comments
Loading...