დმანისელმა მკლავჭიდელებმა საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ipressდმანისის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 25 მარტი, 2019 88 მიმდინარე წლის 20-21 მარტს, ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს პირველობა მკლავჭიდში, 15 და 18 წლამდე ახალგაზრდებს შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ დმანისელი სპორტსმენები: მიშიკო გადრანი (15 წლამდე 50 კგ კატეგორია) ზაურ ალიევი (18 წლამდე 55 კგ კატეგორია ) და გიორგი გიორგიევი. (18 წლამდე 55 კგ კატეგორია) მიშიკო გადრანის ასპარეზობა წარმატებული აღმოჩნდა როგორც მარცხენა ასევე მარჯცვენა ხელით ასპარეზობისას და 50 კგ კატეგორიაში დაიკავა პირველი ადგილი. ზაურ ალიევმა იასპარეზა მარცხენა ხელით და დაიკავა საპრიზო მეორე ადგილი. გიორგი გიორგიევმა მაჯვენა ხელით ასპარეზობისას მოიპოვა საპატიო მესამე ადგილი. დმანისისპორტი