- Advertisement -

დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში მუზეუმის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ა(ა)იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებითა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დღეს, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში მუზეუმის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მცირე ექსკურსია და დაჯილდოვდნენ ა(ა)იპ პირველი ევროპელის ფოტოკონკურსის რჩეულები.

მუნიციპალიტეტისა და კულტურის ცენტრის რჩეული გახდა სოფელ ჯავახის მკვიდრი თამარ ანდიაშვილი.
მუზეუმის საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს დაფუძნდა, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ (icom) და მას მერე ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება ყოველ წელს აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო დღეს სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმები შემოქმედებითი ღონისძიებებითა და აქტივობებით უერთდებიან. ყოველწლიურად იცვლება მუზეუმის საერთაშორისო დღის თემა, რომელიც მუშავდება icom-ის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და მიმართულია საზოგადოების განვითარების კუთხით მუზეუმის როლის გაცნობიერებისაკენ.

2021 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა – „მუზეუმების მომავალი: აღდგენა და გარდასასახვა“

Comments
Loading...