- Advertisement -

დმანისის მერიაში მერის თანამშრომლებსა და შპს “სითი ართ დეის” – წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 18 თებერვალს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში მერის თანამშრომლებსა და შპს “სითი ართ დეის” – წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა იმსჯელეს დმანისის მუნიციპალიტეტში ტურისტული ობიექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესახებ. აღნიშნული მომსახურების ღირებულება შეადგენს 24 780 ლარს.

კომპანია შპს “სითი ართ დეისი” ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში.

შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი ტატუაშვილი თანამშრომლებთან ერთად, არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე და შპს “სითი ართ დეის” თანამშრომლები.

Comments
Loading...