დმანისის მერმა კონტრაკტორ ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა ipressდმანისის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 25 მარტი, 2019 96 დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების განხილვის მიზნით, კონტრაკტორ ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრას კონტრაკტორი ორგანიზაციების გარდა ესწრებოდნენ: დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბადრი სუბარი, ასევე მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი თანამშრომლებთან ერთად. აღანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერის – გიორგი ტატუაშვილის გადაწყვეტილებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახილველად, მსგავსი ტიპის შეხვედრები მერიის საკონფერენციო დარბაზში ტრადიციულად ყოველ პარასკევს 12:00 საათზე იმართება. დმანისი