- Advertisement -

დმანისის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი სოფლის სტატუსს მიღმა დარჩენილ 9 დასახლებას შესაძლოა სტატუსი მიენიჭოს

დღეს, 12 თებერვალს, „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს“ ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრაზე, კახა ოქრიაშვილმა ახალი ინიციატივა დააყენა.

სამუშაო ჯგუფმა განიხილა დმანისისა და წალკის მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილის წინადადება, რომლის მიხედვით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც დასახლებათა 80 %-ს უკვე მინიჭებული აქვს მაღალმთიანის სტატუსი, ანალოგიური სტატუსი დარჩენილ დასახლებათა 20%-ს ავტომატურად უნდა მიენიჭოს.

სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, დეპუტატის ინიციატივა, წინადადების სახით, „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს“ უახლოეს სხდომაზე იქნება გატანილი.

საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, დმანისის მუნიციპალიტეტის უსტატუსოდ დარჩენილი 9 დასახლება მაღალმთიანის სტატუსს მიიღებს, რადგან ეს 9 დასახლებული პუნქტი მთელი მუნიციპალიტეტის 20 %-ზე გაცილებით ნაკლებს წარმოადგენს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას კახა ოქრიაშვილი, ერეკლე ტრიპოლსკი, ზაქარია ქუცნაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი და სამუშაო ჯგუფის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

Comments
Loading...