- Advertisement -

დმანისი izrune.ge-სთან ერთად მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებაზე ზრუნავს

დმანისის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას, რომელსაც თავად პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, დმანისის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი, რესურსცენტრის უფროსი ბელა ტატუაშვილი, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

აუდიტორია izrune.ge-ს საშუალებით შვილების სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობასა და პორტალის მამოტივირებელ მიდგომებს მიესალმება.

პროექტში უკვე ჩართული სკოლების წარმატებულმა მენეჯერებმა კოლეგებს Izrune.ge-ს შედეგები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს და Izrune.ge-ს მეშვეობით ენის ბარიერის გადალახვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. სახელმწიფო ენის ცოდნა და პატივისცემა კი მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბების ერთ-ერთი წინაპირობაა.

აღსანიშნავია, რომ დმანისის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვს თანამოაზრეობისთვის „ეტალონის პირველი ელჩის“ ტიტული მიენიჭა.

რესურსცენტრის უფროსი და დირექტორები Izrune.ge-ს ირგვლივ კლასების გაერთიანებასა და დამრიგებელთა როლის ზრდას მიესალმებიან. ისინი მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად იწყებენ ზრუნვას:

1. „მეგობრული კლასის“, ანუ ისეთი კლასის ჩამოსაყალიბებლად, რომლის თითოეული მოსწავლეც Izrune.ge-ს წევრია;

2. „სუპერ კლასის“, ანუ ისეთი კლასის შესაქმნელად, რომელსაც იზრუნეს ტესტებში უმაღლესი შედეგები აქვს;

Comments
Loading...