- Advertisement -

დმანისში, ომარ მუმლაძის სახელობის სპორტულ სკოლას სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარი გადაეცა

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი ტატუაშვილმა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის ფეხბურთის წრის აღსაზრდელებს სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა ომარ მუმლაძის სახელობის სპორტულ სკოლას გადასცა 4000 ლარი, რის შემდეგაც მოხდა საჭირო სპორტული ინვენტარის შეძენა.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მადლობას უხდის ფინანსური მხარდაჭერისთვის.

Comments
Loading...