- Advertisement -

დმანისში, ორი საბავშვო ბაღის ორმოცდაათ სოციალურად დაუცველ აღსაზრდელს ჰუმანიტარული საჩუქრები გადაეცათ

,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” თავმჯდომარემ მაია კვეზერელმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან – გიორგი ტატუაშვილთან ერთად, ქალაქ დმანისში მოქმედი ორი საბავშვო ბაღის ორმოცდაათ სოციალურად დაუცველ (სამიდან ექვსი წლის ასაკის) აღსაზრდელებს ჰუმანიტარული საჩუქრები გადასცა.

✔️აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია წლებია დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურურის კოორდინაციით,
უანგაროდ ეხმარება მუნიციპალიტეტს და უსასყიდლოდ გადასცემს მაღალი ხარისხის ეტლებს საჭიროების მქონე ბენეფიციარებს.

🔷 გიორგი ტატუაშვილი – დმანისის მუნიციპალიტეტის მერი

„მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის ორგანიზაციის თავმჯდომარეს მაია კვეზერელსა და ამერიკელ დონორებს. „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით დმანისის მუნიციპალიტეტში ამავე ორგანიზაციამ 50 მდე განსაკუთრებულ საჭიროების მქონე პირს ეტლი გადასცა. ჩვენთვის სოციალური სფერო პრიორიტეტულია. აქედან გამომდინარე დმანსისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას კვლავ გააგრძელებს,“- აღნიშნა დმანისის მერმა – გიორგი ტატუაშვილმა.

Comments
Loading...