- Advertisement -

დმანისში ფოლკლორული ანსამბლი “შგარიდას” შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა

დღეს, ააიპ “დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის” დარბაზში, გურგენ გურჩიანი – ფოლკლორული ანსამბლი შგარიდა“- დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. (ფილმის რეჟისორი-ცისკარა ფაჩულია).

ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლები, ფოლკლორის კორიფეები და საზოგადო მოღვაწეები, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და დაინტერესებული დმანისელი საზოგადოება. პრეზენტაციას უძღვებოდა ერეკლე საღლიანი.

პრეზენტაციას გააშუქებს პირველი სამაუწყებლო საზოგადოებრივი არხი.

Comments
Loading...