- Advertisement -

დოლაბერიძე: ხვალ შემთხვევის ადგილის შესასწავლად ტყიბულში ექსპერტები უკრაინიდან ჩავლენ

დაღუპული მეშახტეების ოჯახებს პროფკავშირების წარმომადგენლებმაც მიუსამძიმრეს.

როგორც გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე აცხადებს, ხვალ საღამოდან შემთხვევის ადგილის შესასწავლად ტყიბულში ექსპერტები უკრაინიდან ჩავლენ.

დოლაბერიძის თქმითვე შახტა უნდა დაიხუროს ან მოხდეს მისი სრული რეაბილიტაცია, რათა მსგავსი ტრაგედიები თვიდან იქნეს აცილებული.

Comments
Loading...